საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანში ათასობით კონტრაბანდული საბურავის შეტანას ცდილობდა

© photo: Sputnikავტოსერვისი
ავტოსერვისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მესაზღვრეების გასაცურებლად ბრალდებულმა საბურავები ერთმანეთში ჩააწყო.

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. აზერბაიჯანელმა მებაჟეებმა ქვეყანაში ავტომობილის საბურავების დიდი პარტიის უკანონო შეტანა აღკვეთეს, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი".

საქართველოს მოქალაქეს საბურავები სატვირთო ავტომობილით გადაჰქონდა. მებაჟეებმა დოკუმენტებში შეუსაბამობა შენიშნეს. მათ დაადგინეს, რომ კონტრაბანდის მიზნით საბურავები ერთმანეთში იყო ჩაწყობილი და ამგვარად 1023 საბურავის ნაცვლად ქვეყანაში, ფაქტობრივად, ორი ათასზე მეტი საბურავი შეჰქონდათ.

ასევე, არ იყო დეკლარირებული 32 საავტომობილო დისკი. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

 

ყველა ახალი ამბავი
0