მამაკაცი, რომელმაც დიღომში კორპუსის ბავშვებს საცურაო აუზი დაუდგა, გარდაცვლილი იპოვეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარდაცვლილს მეუღლე და ოთხი შვილი დარჩა.

თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. დიმიტრი ტატიშვილი, რომელმაც ზაფხულში მთელი უბნის ბავშვები კორპუსის ეზოში საცურაო აუზის დამონტაჟებით გაახარა, გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.  

ძია დიტოს სიურპრიზი — აუზი უბნელი ბავშვებისთვის>>>

მიმდინარე წლის ზაფხულში დიდ დიღომში კორპუსის ერთ-ერთმა მცხოვრებმა დიმიტრი ტატიშვილმა საცურაო აუზი იყიდა და კორპუსის ეზოში დაამონტაჟა, რათა ბავშვებს ცხელ დღეებში გაგრილება შეძლებოდათ.  

დიმიტრი ტატიშვილის ცხედარი საკუთარ სახლში გუშინ იპოვეს. გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს.

საქმეზე გამოძიებაც საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გარდაცვლილს მეუღლე და ოთხი შვილი დარჩა.

 

ყველა ახალი ამბავი
0