მგელმა გვირაბი გათხარა და ცხვარიჭამიის თავშესაფრიდან გაიქცა

© FB / Tamaz Elizbarashvili dog shelterცხვარიჭამიის თავშესაფრიდან გაქცეული მგელი
ცხვარიჭამიის თავშესაფრიდან გაქცეული მგელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაიქცა მგელი, რომელიც თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარ-ნაკრძალში ყაზბეგის რაიონიდან ჩამოიყვანეს.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. მგელმა ცხვარიჭამიაში არსებულ თავშესაფარ-ნაკრძალში ელექტროღობის ქვეშ გვირაბი გათხარა და გაიქცა, ნათქვამია ბიზნესმენისა და ცხოველთა უფლებადამცველის თამაზ ელიზბარაშვილის განცხადებაში Facebook-გვერდზე.

მგელი რამდენიმე დღის წინ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა ყაზბეგის რაიონის სოფელ კობიდან ჩაიყვანეს. ელიზბარაშვილის თავშესაფარი თბილისიდან დაახლოებით 30 კილომეტრში მდებარეობს.

„მგელს სახელად სერი ჰქვია. ის ადამიანთან კომუნიკაციაში არ შედის და არც თავს ესხმის. სავარაუდოდ, საბუდარას ტყეში არ გაჩერდება, რადგან, მისი ასაკიდან გამომდინარე (1,4 წელი), ეცდება მეწყვილის პოვნას", – აღნიშნულია განცხადებაში.

თავშესაფრის ადმინისტრაცია მოსახლეობას მოუწოდებს, მგლის დანახვის შემთხვევაში დარეკონ გარემოს დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 153 ან ნომერზე 555 38 33 66.

 

ყველა ახალი ამბავი
0