საქართველოში უკანონოდ მოქმედი 23 ხის სახერხი საამქრო გამოავლინეს

© photo: Sputnik / Konstantin Chalabov  / გადასვლა მედიაბანკშიტყის ჩეხვა
ტყის ჩეხვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
უწყების ცნობით, შვიდი მეწარმე სუბიექტი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მასშტაბით განხორციელებული ღონისძიებების შედეგად ივლისსა და აგვისტოში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე მოქმედი 23 ხის სახერხი საამქრო გამოავლინეს, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემოწმების შედეგად სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტებზე შვიდი მეწარმე სუბიექტი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.

ბენზოხერხი - Sputnik საქართველო
რა რაოდენობის ხე მოიჭრა უკანონოდ აგვისტოს თვეში

უწყების ცნობით, საქმეებზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სსკ-ის 287-ე პრიმა მუხლით, რომელიც სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

ივლისის ბოლოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ხეტყის უკანონო ჩეხვასთან უკომპრომისო ბრძოლის დაწყება დააანონსა და განაცხადა, რომ ხელისუფლება იქნება შეუვალი იმ პირების მიმართ, ვინც ხეტყეს ჩეხავს ან მფარველობს მსგავს დანაშაულს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს ღონისძიებებს ხეტყის უკანონო მომპოვებელთა, გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის რეალიზატორთა და კანონდარღვევით მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოსავლენად.

ასევე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ხეტყის იმპორტი დამატებითი ღირებულების გადასახადისგან უნდა გათავისუფლდეს, ხოლო მორისა და ფიცრის ექსპორტი კი მნიშვნელოვნად შეიზღუდოს.

 

ყველა ახალი ამბავი
0