შავმა ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIსასწრაფო სამედიცინო დახმარება
სასწრაფო სამედიცინო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამძებრო-სამაშველო სამუშაოები სხვადასხვა ტერიტორიაზე გუშინაც მიმდინარეობდა.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ბათუმში ზღვამ თურქეთის მოქალაქის ცხედარი გამორიყა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

არსებული ინფორმაციით, თურქეთის 39 წლის მოქალაქე გუშინ მდინარე ჭოროხში თევზაობდა, მოგვიანებით კი მდინარეში შევიდა და გაუჩინარდა. მამაკაცის ცხედარი ზღვამ ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე გამორიყა.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები სხვადასხვა ტერიტორიაზე გუშინაც მიმდინარეობდა.

ყველა ახალი ამბავი
0