საქართველოში მიწისძვრა მოხდა

CC BY 2.0 / altemark / OSCILLOSCOPE 100MHZმიწისძვრის მაგნიტუდა
მიწისძვრის მაგნიტუდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინფორმაცია დაზარალებულების ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. თბილისიდან 3 კილომეტრში, სოფელ ნორიოსთან 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგები სოფელ ნორიოსთან 10 კილომეტრის სიღრმეში 15:13 საათზე დაფიქსირდა.

მიწისქვეშა ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა.

რხევების ამპლიტუდა სუსტი იყო, ამიტომ მსხვერპლი და ნგრევა ამ ბიძგებს არ მოჰყოლია.

 

ყველა ახალი ამბავი
0