დაკავება

ზუგდიდში სიძემ ცოლისძმა სასიკვდილოდ დაჭრა

214
(განახლებულია 21:36 16.09.2018)
ბრალდებულს 15 წლამდე პატიმრობა ელოდება

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ზუგდიდში ოჯახური კონფლიქტი მსხვერპლით დასრულდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

უბედური შემთხვევა ზუგდიდში, რესტორან „არგოს" ტერიტორიაზე მოხდა. სიძესა და ცოლისძმას შორის სიტყვიერი დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა. სიძემ ბასრი იარაღით გულმკერდის არეში ცოლისძმას რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. 36 წლის გ. შ. მიყენებული ჭრილობებისაგან საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული — 42 წლის ფ.კ. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. 

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

214
თემები:
კრიმინალი საქართველოში (714)