პისტოლეტი

ბათუმში მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან შვიდჯერ ესროლეს

120
(განახლებულია 20:01 15.09.2018)
მამაკაცი რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ბათუმში მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს, იუწყება აჭარის ტელევიზია.

შემთხვევა დღეს საღამოს ლუკა ასათიანის ქუჩაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ცეცხსასროლი იარაღიდან შვიდჯერ ესროლეს. სამი ტყვია მას ფეხში მოხვდა, ხოლო ერთმა ტყვიამ  ხელის მტევანი დაუზიანა. იგი რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საქმეზე გამოძიება  საქართველოს სსკ-ის  117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 6 წლამდე.


120
თემები:
კრიმინალი საქართველოში (714)