შემთხვევის ადგილი

ავარია ცენტრალურ ავტომაგისტრალზე - არიან დაშავებულები

237
(განახლებულია 18:25 15.09.2018)
ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

უბედური შემთხვევა დღეს მოხდა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.

ავარიის შედეგად მსუბუქ ავტომობილში მყოფი ორი ადამიანი დაშავდა, რომელთაც სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებმა დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

ადგილზე მობილიზებულები იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.


237
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1310)