საპატრულო პოლიციის მანქანა

ოზურგეთში 31 წლის მამაკაცმა არასრულწლოვანი დაჭრა

224
მოზარდი საავადმყოფოშია გადაყვანილი

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ოზურგეთში, ე.წ. ჭადრების ბაღში არასრულწლოვნის დაჭრის ფაქტზე 31 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით,  არასრულწლოვანსა და 31 წლის მამაკაცს შორის შელაპარაკება მოხდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. დაზიანებები ორივე მათგანს აღენიშნება, თუმცა არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით რთულია და ის ოზურგეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი რუსთავიდან დასასვენებლად იყო ჩასული.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, („სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება"), რაც 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


224
თემები:
კრიმინალი საქართველოში (715)