სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა

რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა

152
(განახლებულია 18:59 14.09.2018)
დაშავებულს რუსთავის საავადმყოფოში გამოკვლევები უტარდება

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. რუსთავში ლეონიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადავარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა მამაკაცი კლინიკა „რუსთავში“ მრავლობითი მოტეხილობებით გადაიყვანა.

მედიკოსების ცნობით, დაშავებულს გამოკვლევები უტარდება.

შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით მომხდარზე გამოძება სსკ-ს 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


152
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1182)