საპატრულო პოლიცია

გორში 14 წლის გოგონა ფეხსაცმლის ზონრით ჩამომხრჩვალი იპოვეს

186
(განახლებულია 09:54 13.09.2018)
მოზარდის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

თბილისი, 13 სექტემბერი – sputnik. გორში, წმინდაწყლის დასახლებაში 14 წლის გოგონა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

არსებული ინფორმაციით, გოგონა ოჯახის წევრებმა საკუთარ სახლში ფარდის საკიდზე ფეხსაცმლის თასმებით ჩამომხრჩვალი ნახეს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მოზარდის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. თუმცა, შსს-ს ცნობით, გამორიცხული არ არის, რომ გამოძიება 115-ე მუხლით გადაკვალიფიცირდეს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

186
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1186)