სასწრაფო დახმარება

უბედური შემთხვევა გლდანში დაღუპულია დედა და მცირეწლოვანი შვილი

749
(განახლებულია 15:34 12.09.2018)
გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავემ მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ ის მალევე დააკავა.

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. გლდანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დედა-შვილი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

უბედური შემთხვევა გლდანის მეოთხე მიკრორაიონში გუშინ, ღამით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი მართავდა, ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს დაეჯახა. დაღუპული ბავშვი მცირეწლოვანია.

ამ დროისთვის დამნაშავე დაკავებულია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 128-ე მუხლისა („განსაცდელში მიტოვება") და 276-ე მუხლის მერვე ნაწილით („სატრანსპორტო საშუალებით ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა") დაიწყო.

 

749
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1301)