საპატრულო პოლიციის ავტომობილი

აჭარაში ორი ეკლესია გაქურდეს

63
(განახლებულია 10:29 11.09.2018)
ორივე ეკლესიიდან შესაწირი ყუთებია წაღებული

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. ხულოში, სხალთის ეპარქიაში ორი ეკლესია გაქურდეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

შემთხვევა 9-10 სექტემბრის ღამეს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარებისა და წმიდა ანდრია პირველწოდებულის ტაძრებში მძარცველი ფანჯრიდან გადავიდა და შესაწირი ყუთები წაიღო.

შეტყობინება ტაძრების გაქურდვის შესახებ პოლიციაში გუშინ შევიდა. ამ დროისთვის დაკავებული არავინ არის. მიმდინარეობს სამძებრო-საგამოძოებო სამუშაოები.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.

63
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1186)