ხელბორკილები

„ალი და ნინოს“ ქანდაკებაზე ასული „თავისუფლებისთვის მებრძოლი“ ციხეში მოხვდა

149
(განახლებულია 00:27 11.09.2018)
საქართველოში ყველაზე რომანტიკულ ქანდაკებაზე ასვლისთის დაპატიმრებულმა ახალგაზრდამ მომხდარის შესახებ ჟურნალისტებს სიხარულით უამბო

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მოქალაქე კონსტანტინე ედიბერიძეს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა იმის გამო, რომ ის ბათუმში „ალი და ნინოს“ 7-მეტრიან ქანდაკებაზე ავიდა და უარი განაცხადა პოლიციის მოთხოვნაზე ძირს ჩამოსულიყო, იუწყება პირველი არხი.

სასამართლომ ახალგაზრდის საქციელი პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობად და წვრილმან ხულიგნობად შეაფასა.

ედიბერიძის ქანდაკების ჩამოსაყვანად ადგილზე ამწე მოიყვანეს. მაგრამ ის პოლიციას არ დაემორჩილა და ჩამოსვლა თავად გადაწყვიტა. შემდეგ კი განაცხადა, რომ მას თავისუფლებას უზღუდავენ.

ედიბერიძე თერჯოლის მკვიდრია, თუმცა ერთი თვეა ბათუმის ბულვარში ცხოვრობს და ამ ხნის მანძილზე სასამართლოში ხუთჯერ მოხვედრა მოახერხა.

ამჯერად ედიბერიძე სასამართლოს წინაშე ჯინსის ბრიჯებში და ზედატანის გარეშე გამოცხადდა.

„წინასწარ არავინ იცის, რას გააკეთებს. მივდიოდი გზაზე და მომინდა ძეგლზე ასვლა, ავედი და ხალხს ვეძახდი, სელფი გადავიღოთ-მეთქი“, – ყოველგვარი სინანულის გარეშე განუცხადა მოსამართლეს კონსტანტინე ედიბერიძემ.

შეკითხვაზე, რატომ ჩამოვიდა ბათუმში, უპასუხა, რომ ქოთნით კანაფის ყლორტი ჩამოიტანა. მისი განმარტებით, მას სურდა, რომ ეს ქოთანი მისი დინამიკების გვერდით ბათუმის ბულვარში მდგარიყო. საბოლოო ჯამში ქოთანი ჩამოართვეს.

 

 

149
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1181)