„მმართველი პარტია ჩემი შვილის მკვლელს მფარველობს“ - სარალიძე კვლავ პროტესტს აცხადებს

© Sputnik / Stringerზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი
ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოკლული მოზარდის მამამ საპროტესტო აქციების ახალი სერია დააანონსა

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. მოკლული მოსწავლის მამამ, ზაზა სარალიძემ ორშაბათიდან საპროტესტო აქციების ახალი სერიის დაწყების შესახებ განაცხადა, იუწყება ტელეარხი Rustavi2.

საკუთარ გეგმებზე სარალიძემ სპეციალურ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მას შეუერთდა მალხაზ მაჩალიკაშვილი — სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა.

თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
მკვლელობა ხორავას ქუჩაზე: ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული მოზარდი პატიმრობაში რჩება

სარალიძის თქმით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ მისი შვილის, დავით სარალიძის მკვლელებს მფარველობს. მოკლული მოზარდის მამა არ დააკმაყოფილა დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნამ.

„მმართველი გუნდი პირდაპირ მფარველობს ჩემი შვილის მკვლელობას და არა მარტო მკვლელებს, იმ დანაშაულის ჩამდენ პირებს, ვინც დანაშაული ჩაიდინა ამ საქმის გაყალბებაში,“ — განაცხადა სარალიძემ.

სარალიძის თქმით, ის და მაჩალიკაშვილი „სისტემის მსხვერპლები“ არიან.

„აქედან გამომდინარე, მე მოვუწოდებ ქართველ საზოგადოებას, არ აქვს მნიშვნელობა ამას ექიმი იქნება, პროკურორი იქნება, გამომძიებელი იქნება, შსს-ს თანამშრომელი იქნება თუ ვისი თანამშრომელი იქნება, ეს სტუდენტი იქნება, მასწავლებელი იქნება, არსებითი მნიშვნელობა ამას არ გააჩნია, ყველას მოვუწოდებ, რომ დაგვიდგეს დღეს ჩვენ გვერდში, ჩვენ ერთად უნდა აღვავლინოთ სამართლიანობა ამ ქვეყანაში,“ — განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მკვლელობა ხორავას ქუჩაზე – საპარლამენტო გამოძიება დასრულებულია >>

16 წლის მოსწავლეების დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა. ორივე მოზარდი 2017 წლის 1 დეკემბერს მომხდარი №51 და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლების უფროსკლასელების მასობრივი ჩხუბის შედეგად დაიღუპა. კონფლიქტი 51-ე სკოლაში დაიწყო.

სასამართლომ ჩხუბის ორ მონაწილეს განაჩენი 6 თვის შემდეგ გამოუტანა. ერთ-ერთი — გ.ბ. დამნაშავედ ცნეს ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში, მეორე ბრალდებული გ.ჯ. დამნაშავედ მხოლოდ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნეს. სასამართლომ დღემდე ვერ დაასახელა დავით სარალიძის მკვლელი. ამის შემდეგ ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო.

პროტესტის ფონზე გადადგა მთავარო პროკურორი ირაკლი შოთაძე, შსს-მ აღნიშნული საქმის დეტალების დაფარვის გამოძიება დაიწყო და სამი პირი დააკავა, მათგან ერთ-ერთი მოზარდია.

დანები და კასტეტები — საქართველოს სკოლებში ათეულობით საშიში საგანი ამოიღეს >>

მიმდინარე წლის ივნისში შექმნილ დროებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას უნდა გაერკვია, იყო თუ არა დაშვებული დარღვევები საქმის გამოძიებისას და იყო თუ არა ჩარეული ვინმე ამ პროცესში.

კომისიის წევრებმა გამოკითხეს 79 ადამიანი, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, 51-ე და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლების მოსწავლეები, რომლებიც ჩხუბის მონაწილეები იყვნენ, ხორავას ქუჩის მცხოვრებლები და საქმის გამომძიებლები.

საპროტესტო აქცია „ნუ მომკლავ - Sputnik საქართველო
მოკლული სარალიძის მამა - „ჩემი თავიდან მოშორება უნდათ"

კომისიამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა პროკურატურის ვერსია, რომლის თანახმად, დავით სარალიძე გ.ჯ.-მ მოკლა. კომისია ამტკიცებს, რომ იარაღი ჰქონდა კიდევ ერთ მოსწავლეს — მ.კ.-ს, რომელიც საქმეში მთავარი მოწმის სტატუსით გადიოდა.

დასკვნის თანახმად, მ.კ. მკვლელობის თანამონაწილეა. ის აკავებდა და გ.ჯ.-სთან ერთად ურტყამდა სარალიძეს და, სავარაუდოდ, ის თავისი იარაღით დაჭრა. 

კრიტიკა დაიმსახურეს იმ სკოლების ადმინისტრაციამ და მანდატურებმაც, რომელთა მოსწავლეები ჩხუბის მონაწილეები არიან. კომისიამ დაადგინა, რომ №51 სკოლის ადმინისტრაციამ და მანდატურებმა ვერ აღკვეთეს ჩხუბი, ხოლო 1-ლი ექსპერიმენტული სკოლის ხელმძღვანელობამ გაკვეთილებიდან გამოპარულ მოსწავლეებს — ჩხუბის მონაწილეებს ყურადღება ვერ მიაქცია.

კომისიამ დაადგინა, რომ №51 სკოლის საპირფარეშოში დაწყებული კონფლიქტის ინიციატორებს დისციპლინა მანამდეც დაურღვევიათ და ჩხუბებში არიან შემჩნეულები, თუმცა მანდატურებსა და სკოლის დირექტორს პრობლემურ მოსწავლეებთან ახსნა-განმარტებითი სამუშაო არ ჩაუტარებიათ.

 

ყველა ახალი ამბავი
0