ბათუმში დაბადების დღის აღსანიშნავად გაშვებული ფეიერვერკისთვის მოქალაქე დააჯარიმეს

გამოწერა
ღამის საათებში პიროტექნიკის გამოყენება აკრძალული და დასჯადია.

თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. ბათუმში ერთ-ერთი რესტორნიდან პიროტექნიკის აფეთქების გამო მოქალაქე დააჯარიმეს, იუწყება აჭარის ტელევიზია.
შემთხვევა წუხელ, 00:10 საათზე მოხდა. დაბადების დღის აღსანიშნავად გაშვებული ფეიერვერკის ხმაური რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა, რამაც დისკომფორტი შეუქმნა მოქალაქეებს.

მოქალაქეები აღნიშნული ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელში ბათუმის მერიას რეაგირებისკენ მოუწოდებდნენ. როგორც ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ განაცხადა, მოქალაქე, რომელმაც პიროტექნიკა ააფეთქა, უკვე დააჯარიმეს.

ხმაურის მზომი აპარატი - Sputnik საქართველო
საქართველოში ხმაურის დასაშვები დონის გადაჭარბებისთვის 252 პირი დაჯარიმდა

2017 წელს პარლამენტმა 83 ხმით ხმაურის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. ახალი რეგულაციის თანახმად, დღისა და ღამის საათებში საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაწესდა.

მიმდინარე წლის ივნისში საპატრულო პოლიციამ მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ხმაურის საზომი აპარატურა გადასცა. 24-საათიან რეჟიმში კონტროლს ზღვისპირა ქალაქში ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს თანამშრომლები ახორციელებენ.

ყველა ახალი ამბავი
0