თბილისში ახალგაზრდა ქალი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა

© Sputnik / STRINGERსაავადმყოფოს დერეფანი
საავადმყოფოს დერეფანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამშობიარო სახლის დირექტორის განმარტებით, ქალი ღუდუშაურის კლინიკაში ოპერაციის დაწყების შემდეგ გარდაიცვალა

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. თბილისში მშობიარობის შემდეგ 35 წლის ქალი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. პაციენტმა კლინიკა „ნინოში" იმშობიარა. სამშობიარო სახლის დირექტორის, ნინო კაკულიას განცხადებით, პაციენტს მშობიარობის შემდეგ სისხლდენა დაეწყო და ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. ახალგაზრდა ქალი სწორედ ღუდუშაურის კლინიკაში დაიღუპა.

112 - Sputnik საქართველო
ქარელში 35 წლის მშობიარე ქალი და ახალშობილი გარდაიცვალნენ

ნინო კაკულიას განმარტებით, ქალს გული ღუდუშაურის კლინიკაში ოპერაციის დაწყების შემდეგ გაუჩერდა.

„ჩვენ დანაშაული არ მიგვიძღვის, რაც შეგვეძლო, რაც საჭიროა, ყველაფერი გაკეთდა. ჩვენთან არ დაღუპულა, ღუდუშაურის კლინიკაში დაიღუპა. აქ იმშობიარა, სტაბილურ მდგომარეობაში გადავიყვანეთ და იქ დაიღუპა",- განაცხადა კაკულიამ.

ინფორმაცია ჩვილის შესახებ არ ვრცელდება.

პაციენტის დაღუპვის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს ექსპერტიზა. საქმეში ჩართულია ჯანდაცვის სამინისტრო.

ყველა ახალი ამბავი
0