სასწრაფო დახმარება

ხულოში ახალგაზრდა ქალი თანასოფლელმა დაჭრა

108
(განახლებულია 19:01 12.08.2018)
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელი უკვე დაკავებულია.

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. ხულოში, სოფელ ალმეში 31 წლის ქალს მეზობელმა ცივი იარაღით 14 ჭრილობა მიაყენა, იუწყება Rustavi2.

შემთხვევა დღეს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ქალს თავს 50 წლამდე მამაკაცი დაესხა. იგი მრავლობითი ჭრილობით ჯერ ხულოს საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ კი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში.

დაზარალებულის მეუღლის, რამინ აბულაძის თქმით, თავდამსხმელია მათი მეზობელი, რომელსაც ახალგაზრდა ქალთან კონფლიქტი რამდენიმე დღის წინ მოუვიდა. კონფლიქტის მიზეზი გახდა მეზობლის მიერ მობილური ტელეფონის მოპარვა, რის გამო აბულაძეების ოჯახმა პოლიციას მიმართა.

აბულაძის თქმით, მეზობელი მათთან სახლში მაშინ მივიდა, როდესაც მისი მეუღლე მარტო იმყოფებოდა, და მრავალრიცხოვანი ჭრილობები მიაყენა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელი უკვე დაკავებულია.

საქმეზე გამოძიება  საქართველოს სსკ-ის  117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.


108
თემები:
კრიმინალი საქართველოში (732)