ტურისტული პატრული თბილისში

ტურისტული პატრული მოქმედებაში - დაკავებულია რეციდივისტი

91
(განახლებულია 14:15 12.08.2018)
დაკავებული პირი ქურდობის მცდელობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე 21 წლის მამაკაცი უცხოელის დაყაჩაღების მცდლობისთვის დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

უწყების ცნობით, ქვეითმა პატრულებმა ბრალდებული თბილისში, რუსთაველის გამზირზე გვიან ღამით იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი აზერბაიჯანის მოქალაქეს დანის მუქარით ფულს სძალავდა.

დაკავებული გ.თ. ქურდობის მცდელობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

 საქმეზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს და სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


91
თემები:
კრიმინალი საქართველოში (732)