ავარია თერჯოლაში მსხვერპლით დასრულდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემთხვევის შედეგად მამაკაცი ადგილზევე დაიღუპა, დაშავებულები კი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. თერჯოლის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

შემთხვევა დღეს მოხდა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი გზიდან გადავარდა და ხეს შეეჯახა.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
ავარია კასპში: ერთი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა

შემთხვევის შედეგად მამაკაცი ადგილზევე დაიღუპა, დაშავებულები კი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო („ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია"), რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ყველა ახალი ამბავი
0