დანაშაულის ადგილი

ორმაგი მკვლელობა ნინოწმინდაში: დანაშაული გახსნილია

221
(განახლებულია 12:22 11.08.2018)
დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა.

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში (სამცხე-ჯავახეთი) გვიან ღამით ორი მამაკაცი მოკლეს, დანაშაული ცხელ კვალზე გახსნეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მკვლელობის დეტალები ჯერჯერობით  უცნობია. სავარაუდოდ, მომხდარს წინ დაპირისპირება უძღოდა.

დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა.

შსს-ს განცხადებით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) აღიძრა, თუმცა უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ მუხლი შეიძლება გადაკვალიფიცირდეს.

221
თემები:
კრიმინალი საქართველოში (732)