დაკავება

ყაჩაღობა სამეგრელოში - დაკავებულია 46 წლის მამაკაცი

92
(განახლებულია 14:03 11.08.2018)
დამნაშავე წარსულში ნასამართლევია

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დამნაშავე, რომელიც 46 წლისაა, წარსულში ნასამართლევია.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულმა წალენჯიხის რაიონის სოფელ ობუჯში ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების მუქარით ორ მოქალაქეს 4 ათასი ლარი გასტაცა. სამართალდამცველებმა იგი მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს.

ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 179 —ე მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით („ყაჩაღობა“ და „ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება“), რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


92
თემები:
კრიმინალი საქართველოში (640)