წყალდიდობა

ძლიერმა წვიმამ ქობულეთი დატბორა - ვიდეოკადრები

206
(განახლებულია 17:04 10.08.2018)
წყალდიდობის შედეგად დატბორილია ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია, კომერციული ფართები, საცხოვრებელი სახლები

თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. ქობულეთში გუშინ მოსულმა ძლიერმა წვიმამ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა.

სოციალურ ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა წყალდიდობის ამსახველი კადრები გაავრცელა.

დატბორილია ქობულეთის ნაწილი, კერძოდ, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია, საცხოვრებელი სახლები, კომერციული ობიექტები.

წყალდიდობამ პრობლემები შექმნა ქობულეთი-ბათუმის ავტომაგისტრალზე, რის გამოც ავტოტრანსპორტი შეფერხებით მოძრაობს.

გავრცელებული ინფორმაციით, გუშინდელმა წვიმამ სოფლებში მეწყერული პროცესები გამოიწვია.

 

206
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1062)