სასწრაფო დახმარება

მაშველებმა ქუთაისში მამაკაცი დახრჩობას გადაარჩინეს ვიდეოკადრები

118
(განახლებულია 20:57 09.08.2018)
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. მაშველებმა  მდინარე რიონში  მამაკაცი  დახრჩობას გადაარჩინეს, იუწყება საგანგები სიტუაციების მართვის სამსახური.

შემთხვევა ქუთაისში დღეს მოხდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი  ნასვამ  მდგომაროებაში  იმყოფებოდა და რიონში   წითელი ხიდიდან გადახტა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მამაკაცის  სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

118
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1054)