ყაზბეგი

საქართველოში გათოვდა

348
(განახლებულია 21:44 09.08.2018)
სოციალურ ქსელში აგვისტოში მოსული თოვლის ფოტოკადრები გავრცელდა

თბილისი,  9 აგვისტო  — Sputnik.  ყაზბეგის მთებში გათოვდა – მეტეოროლოგიური სადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან ფოტოები Facebook–ზე გავრცელდა.

კარვების ბანაკის ფოტოები სოციალური ქსელის მომხმარებელმა Giorgi Gomiashvili–მა გაავრცელა. 

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზირების განყოფილების სპეციალისტები გასაკვირს არაფერს ხედავენ  იმაში, რომ ზღვის დონიდან 3,6 ათას მეტრ სიმაღლეზე გათოვდა.

„ასეთ სიმაღლეზე პერიოდულად მცირე თოვლი ჩვეულებრივი მოვლენაა“, – ციტირებს  Новости-Грузия განყოფილების უფროსის დოდო გვაზავას სიტყვებს. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 9 აგვისტოდან 12 აგვისტომდე საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო — დასავლეთიდან მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3 – 4 ბალიანი ღელვა.

 

 

348
თემები:
უამინდობა საქართველოში (98)