ეჭვმიტანილის დაკავება

ტობავარჩხილში უცნობი მამაკაცი ტურისტების კარავში შეღწევას ცდილობდა

169
(განახლებულია 15:51 09.08.2018)
ჯერჯერობით უცნობია, რა მიზანი ამოძრავებდა მამაკაცს

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სამეგრელოში იძულების მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა დღეს, ტობავარჩხილის ტერიტორიაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი გერმანელი ტურისტების კარავში შეღწევას ცდილობდა, რა დროსაც მათ საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში „112" დარეკეს.

ჯერჯერობით უცნობია, რა მიზნით სურდა მამაკაცს კარავში შეღწევა. მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე ზუგდიდის სასამართლო დღეს იმსჯელებს.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 19-150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულების მცდელობას გულისხმობს.

169
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1052)