მოსამართლის ჩაქუჩი

გაუპატიურებაში ბრალდებულს ექვსნახევარი წლით პატიმრობა შეეფარდა

217
(განახლებულია 14:39 09.08.2018)
27 წლის მამაკაცმა 57 წლის ქალზე იძალადა

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გაუპატიურების ჩადენის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ გასული წლის 19 დეკემბერს ქალაქ ვალეში ბრალდებულმა ფიზიკური ძალადობითა და მოკვლის მუქარით ქალბატონი მისსავე საცხოვრებელ სახლში გააუპატიურა.

ტელეკომპანია Rustavi2-ის ინფორმაციით, 57 წლის ქალს მეზობელი, 27 წლის ახალგაზრდა დაესხა თავს. მამაკაცს მისი გაუპატიურების მცდელობა მანამდეც ჰქონდა.

სამართალდამცველებმა იგი ცხელ კვალზე დააკავეს.

მას ბრალდება სსკ-ის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით („გაუპატიურება") წარედგინა და ექვსი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

217
თემები:
კრიმინალი საქართველოში (733)