სასწრაფო დახმარება

რუსთავში მეოთხე სართულიდან ორი წლის გოგონა გადმოვარდა

236
(განახლებულია 22:55 08.08.2018)
არსებული ინფორმაციით, ბავშვი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. რუსთავში, 21-ე მიკრორაიონში მე-4 სართულის ფანჯრიდან ორი წლის გოგონა გადმოვარდა და დაიღუპა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა ამ საღამოს მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ბავშვი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 116-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.


236
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1377)