სასწრაფო დახმარება ბათუმში

ბათუმში მეეზოვე ქალი ავტოავარიაში დაიღუპა

92
60 წლის ქალს, რომელიც დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი იყო, მიკროავტობუსი დაეჯახა.

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. ბათუმში მეეზოვე ქალი, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ავტოავარიაში მოყვა და დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Imedi „აჭარის ტელევიზიაზე“ დაყრდნობით.

შემთხვევა დღეს მოხდა. 60 წლის ქალს, შპს „დასუფთავების სამსახურის“ თანამშრომელს,  რომელიც თამარის დასახლებაში, ხელოვნების ცენტრის მიმდებარე ტერიტორიას ასუფთავებდა, მიკროავტობუსი დაეჯახა. 

ადგილზე გამოძახებულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.  

შსს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


92
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1215)