ოთხი წლის ბავშვის მკვლელობა ბათუმში: მკვლელი შერაცხადი ყოფილა

© photo: Sputnik / Stringerბათუმის საქალაქო სასამართლო
ბათუმის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბათუმის საქალაქო სასამართლოში წინასწარი მოსმენები გაიმართა, ხოლო განსასჯელმა ნაფიც მსაჯულებზე უარი განაცხადა

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. უზბეკეთის მოქალაქე საირახონ მირბობოევა, რომელსაც ბათუმში ოთხი წლის გოგონას მკვლელობა ედება ბრალად, ამ მომენტისათვის შეურაცხადად აღიარეს, განაცხდადა ბრალდებულის ადვოკატმა ლაშა რომანიძემ.

თუმცა, მისი თქმით, დანაშაულის ჩადენის მომენტში ფსიქიატრიულმა ექსპერტიზამ მირბობოევა შერაცხადად ცნო.

ბათუმში ოთხი წლის მოკლულ გოგონას თითქმის თვეა ვერ კრძალავენ – დედა თურქეთიდან არ ჩამოდის >>

გოგონას მკვლელობა 14 ივნისს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, უზბეკეთის მოქალაქემ, რომელიც ბავშვის დედის მეგობარი იყო, გოგონა ცემით სიკვდილამდე მიიყვანა. ბავშვის დედა საზღვარგარეთ იმყოფებოდა და მას ბოლო დროს მირბობოევა უვლიდა. მან ბავშვის ცხედარი პოლიციაში თავად მიიტანა.

ციხის გალავანი - Sputnik საქართველო
ტყუპების ცემის გამო ძიძას ორ წლამდე პატიმრობა ემუქრება

„დღესაც, მან ისარგებლა დუმილის უფლებით, მინდა დავამატო, ერთიც, რომ მოცემულ საქმეზე იყო დანიშნული სასამართლო, სამედიცინო, ფსიქიატრიული ექსპერტიზა და ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დღეის მდგომარეობით, ის არის შეურაცხადი და ქმედების ჩადენის დროს იყო შერაცხადი. ასეთი დასკვნა დაიდო მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე,“ — განაცხადა ადვოკატმა ლაშა რომანიძემ სასამართლო მოსმენის დასრულების შემდეგ.

მოკლული გოგონას ახლობლებისა და ნათესავების თქმით, ბრალდებულმა აწამა მსხვერპლი და მისი სხეული საშინელ მდგომარეობაში იყო. 

„ცხედარი არ იყო საშინელ მდგომარეობაში, სულ დაშავებული. ვინც ჩააცვა ჩვენ სიახლოვესაც ვერ მივედით. მაგას არცერთი ადამიანი არ იზამს. ალბათ, მხეციც კი არა. ნაწამები, მხარი მოტეხილი, ტუჩი გახეთქილი და მთელი ტანი დაშავებული,“ — აღნიშნა ოჯახის ახლობელმა, თამარ ახალაძემ.

საქართველოში ძიძის მომსახურება გაძვირდა >>

ტელეკომპანია Rustavi2-ის ინფორმაციით, მირბობოევამ ნაფიც მსაჯულებზე უარი განაცხადა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 109-ე მუხლით „განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით“, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობით ისჯება.


ყველა ახალი ამბავი
0