წამლები

აკრძალული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები უცხოეთის მოქალაქეების ხელბარგში იპოვეს

93
(განახლებულია 20:54 07.08.2018)
26 აბი ნარკოტიკული და 208 აბი ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები ვალესა და ქუთაისის აეროპორტში აღმოაჩინეს.

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს მებაჟეებმა ირანისა და გერმანიის მოქალაქეების კუთვნილ ხელბარგში ვალესა და  ქუთაისის აეროპორტში, იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური. 

„მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, ირანის ისლამური რესპუბლიკისა და გერმანიის მოქალაქეების, კუთვნილი ხელბარგების დათვალიერებისას, 26 აბი ნარკოტიკული და 208 აბი ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს“, — აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

საბაჟო გამშვებ პუნქტებში „ვალე“ და „ქუთაისის აეროპორტი“ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტები 6 და 7 აგვისტოს აღიკვეთა.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე გადაეგზავნა.

 

93
თემები:
კრიმინალი საქართველოში (733)