გორში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა გორში ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს.

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. 25 წლამდე მამაკაცი გორში სანადირო თოფით დაჭრეს, აცნობეს  „Sputnik- საქართველოს“ შსს-ს პრეს-სამსახურში. 

შემთხვევა გუშინ მოხდა. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე უკვე დააკავეს 1984 წელს დაბადებული გ.ჯ.

პატრული - Sputnik საქართველო
სისხლიანი დაპირისპირება კახეთში: ძმამ ძმა ცივი იარაღით დაჭრა

დაჭრილი  მამაკაცი  საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

ტელეკომპანია Imedi-ს ცნობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მამაკაცს რამდენიმე ორგანო აქვს დაზიანებული.

ტელეკომპანია ასევე იუწყება, რომ მამაკაცი დაჭრეს შელაპარაკების დროს, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში მყოფ რამდენიმე ადამიანს შორის მოხდა. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7 დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 


ყველა ახალი ამბავი
0