112

ქარელში 35 წლის მშობიარე ქალი და ახალშობილი გარდაიცვალნენ

717
(განახლებულია 17:10 06.08.2018)
გარდაცვლილები გორში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში არიან გადასვენებული.

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. ქარელის სამშობიარო სახლში 35 წლის მშობიარე ქალი და ახალშობილი გარდაიცვალნენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

შემთხვევა ქარელის კერძო სამშობიარო სახლ „დასტაქარში" გუშინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 35 წლის ლალი ცხვედაძე სამშობიარო სახლში სამშობიარო ტკივილებით ღამით შეიყვანეს. ახლობლების თქმით, საავადმყოფოში მიყვანის დროს ის რამდენჯერმე ცუდად გახდა.

ლალი ცხვედაძე გარდაცვლილი ოთხი შვილის დედა იყო, უმცროსი ერთი წლისაა, უფროსი კი- რვა წლის.

ოჯახის წევრები მომხდარში საავადმყოფოს მედპერსონალს სდებენ ბრალს და აცხადებენ, რომ მშობიარე ანესთეზიის შემდეგ, დაგეგმილი საკეისრო კვეთის დაწყებამდე გარდაიცვალა.

გარდაცვლილები გორში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში არიან გადასვენებული.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით („სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა") მუხლით დაიწყო. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

717
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1377)