ტაქსის მძღოლი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

გამოწერა
ტაქსის მძღოლს, რომელსაც გაუპატიურება და ძარცვა ედება ბრალად, 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. ქალის გაუპატიურებისა და გაძარცვის ბრალდებით თბილისში 1981 წელს დაბადებული ტაქსის მძღოლი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისში იუსტიციის სახლთან დაკავებული მოზარდი 80 ქურდობაში ამხილეს >>

გამოძიების მონაცემებით, ახალგაზრდა ქალმა ორშაბათ ღამეს გლდანში ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორს დახმარებისთვის მიმართა, გააჩერა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და მისი მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ განაცხადა. მან პოლიციას ასევე ტაქსის მძღოლის მონაცემები მიაწოდა.

დაშავებული ქალბატონი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაკავებული ძალადობისთვის წარსულში ნასამართლევია. ნაძარცვი ნივთები სამხილის სახით ამოღებულია.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ძალადობა, გაუპატიურება, ძარცვა). დაკავებულს 6-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.


ყველა ახალი ამბავი
0