თეთნულდზე ორი უკრაინელი ტურისტი დაიკარგა

© Photo: Courtesy of Elisabet Zhudroთეთნულდი
თეთნულდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სვანეთის მთებში დაკარგულთა დასახმარებლად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თვითმფრინავი გაფრინდა

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. ქართველმა მაშველებმა თეთნულდზე ორი უკრაინელი ტურისტის ადგილმდებარეობა დაადგინეს, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ტურისტების დაკარგვის შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ხუთშაბათს გამთენიისას შევიდა. ისინი ალპინისტების 8-კაციანი ჯგუფია.

ტურისტების 8-კაციანი ჯგუფი ზღვის დონიდან 4,2 ათას მეტრზე იმყოფებოდა, როდესაც ჯგუფს ორი ტურისტი ჩამორჩა და დაიკარგა.

ცუდი მეტეოროლოგიური პირობებისა და რთული რელიეფის გამო, ჯერჯერობით, ადგილზე მისვლა ვერ ხერხდება

ამ ეტაპზე ალპინისტების ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, განაცხადა სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა მიხეილ ფეიქრიშვილმა ტელეკომპანია Imedi-ზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0