კონტრაბანდა საქართველოში: ამოღებულია 670 ათასი ლარის ღირებულების ოქრო

გამოწერა
უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის მხოლოდ ერთი ბრალდებულია დაკავებული

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში კონტრაბანდის ოთხი ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სამ შემთხვევაში ბრალდებულები „სარფის" საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანას ცდილობდნენ.

ხოლო ერთ შემთხვევაში ბრალდებული ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავით „ვალეს" საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების შემოტანას ცდილობდა.

ამოღებული 11,2 კვ ოქროს ნაკეთობების საბაჟო ღირებულება ჯამში 670 ათას ლარს შეადგენს.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის მხოლოდ ერთი ბრალდებულია დაკავებული და სხვა ბრალდებული პირების გამოსავლენად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 214-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ითვალისწინებს ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0