გლდანში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე სამართალდამცველებმა ახალგაზრდები დააკავეს

გამოწერა
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს დანაშაულის იარაღი – დანა და წაღებული თანხის ნაწილი.

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გლდანში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე 24 წლის ორი ახალგაზრდა დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 15 ივლისს ბრალდებულები ერთ-ერთ მოქალაქეს თავს დაესხნენ, დანის მუქარით ფული გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ხელბორკილი საკნის გისოსზე - Sputnik საქართველო
შსს-მ სამეგრელოში ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილები სარფის სასაზღვრო–გამშვებ პუნქტზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ქვეყნის დატოვებას ცდილობდნენ.

დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს დანაშაულის იარაღი — დანა და წაღებული თანხის ნაწილი.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს და ითვალისწინებს ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0