მეხანძრეები ხანძრის ადგილას

ქუთაისში ხანძარს 84 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

35
(განახლებულია 23:09 14.07.2018)
ხანძარი 12 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ქუთაისში საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის დროს 84 წლის ქალი გარდაიცვალა, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხვევა წუხელ გვიან ღამით ჯორჯიაშვილის ქუჩაზე მოხდა. ხანძარი 12 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა.

ხანძრის ჩაქრობას სახანძროს სამი ეკიპაჟი ცდილობდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.


35
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1299)