პროსტიტუცია

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და გამოძალვის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

99
(განახლებულია 16:40 14.07.2018)
მარნეულში მცხოვრები პირი შანტაჟის გზით ცდილობდა ფული გამოეძალა თურქი ბიზნესმენისთვის.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და გამოძალვის ბრალდებით მარნეულში აზერბაიჯანის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ს.ზ. დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც გამოძიებით დადგინდა, მარნეულში დროებით მცხოვრები ს.ზ. პროსტიტუციით იყო დაკავებული. მან თურქეთის მოქალაქე, ბიზნესმენ ა.ა.-სთან ინტიმური ურთიერთობა გადაიღო, რათა შანტაჟის გზით, აღნიშნული პირისგან დიდი ოდენობით ფული მიეღო.

ს.ზ. ბიზნესმენს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების სოციალურ ქსელში გავრცელებით ემუქრებოდა და ფულის გამოძალვას აპირებდა. 

აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიება პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება-გამოყენებისა და მხვერპლის სახელის გამტეხი ცნობის გავრცელების მუქარით გამოძალვის ფაქტებზე  სსკ-ს 157-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


99
თემები:
კრიმინალი საქართველოში (716)