ბავშვი შადრევანთან

თბილისში მზით დამწვრობა 180-მა ადამიანმა მიიღო

39
(განახლებულია 17:01 12.07.2018)
დამწვრობით საავადმყოფოში მოხვედრილ პაციენტთაგან ყველაზე უფროსი 26 წლისაა

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. თბილისის დამწვრობის ცენტრს მზის დამწვრობით, ივნისიდან მოყოლებული, 180-მა ადამიანმა მიმართა. ყველა ახალგაზრდაა, განუცხადა „Sputnik-საქართველოს" საავადმყოფოს ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ.

ამჟამად სტაციონარში 35 ადამიანი, დანარჩენები კი სახლში მკურნალობენ. ყველაზე პატარა პაციენტი სამი წლის იყო, ხოლო ყველაზე უფროსი — 26 წლის.

„გირჩევთ, არ გახვიდეთ მზეზე 11:00-დან 17:00 საათამდე. და თუ მაინც მოგიწიათ გასვლა, მზისგან მაქსიმალურად დაიცავით თავი. პაციენტებს შორის გენდერული თანასწორობაა — 50% ქალი და 50%-იც — მამაკაცი", — განაცხადა ქაშიბაძემ.

რაც შეეხება ლეღვის ფოთლის ნახარშს, რომელსაც ძლიერი დამწვრობის გამოწვევა შეუძლია, წელს მისი გამოყენება მხოლოდ ორჯერ დაფიქსირდა.

საყურადღებოა, რომ მანდილოსნები და არა მხოლოდ ისინი ლამაზი რუჯის მისაღებად საკუთარ რეცეპტებს იგონებენ, რომელთა შორის, გარდა ლეღვის ფოთლების ნახარშისა, ასევე გვხვდება სხვადასხვა სახის კოქტეილები — ლუდის, კოკა-კოლის, ყავის, სოდისა და სტაფილოს შემცველობით. მათი გამოყენება კი ხშირ შემთხვევაში მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობას იწვევს.

როგორ მოვიქცეთ ცხელ ამინდში
© Sputnik / Maria Tsimintia
როგორ მოვიქცეთ ცხელ ამინდში
39
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1186)