თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. ოზურგეთში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან გაჩერებულ მიკროავტობუსში ხელყუმბარა შეაგდეს და ააფეთქეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
შემთხვევა იოანე პეტრიწის ქუჩაზე 12-სართულიან საცხოვრებელ კორპუსთან გუშინ, გვიან ღამით მოხდა. ხელყუმბარა კორპუსის წინ მდგარ "დელიკას" მარკის მიკროავტობუსში დაუდგენელმა პირებმა შეაგდეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე გამომძიებლები და კრიმინალისტები მუშაობენ.
არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი ამავე კორპუსში მცხოვრებ კიღურაძეების ოჯახს ეკუთვნის, ისინი აფეთქების სავარაუდო მიზეზს ვერ ასახელებენ.
ამ დროისთვის მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.