სვანეთის ტყეში გაჩენილ ხანძარს 120 მეხანძრე-მაშველი ებრძვის

გამოწერა
საჭიროების შემთხვევაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენსაც ჩართავენ.

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზესხოში ტყის საფარი იწვის, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხანძარი ტყეში გუშინ, გვიან საღამოს გაჩნდა.

ხანძარი - Sputnik საქართველო
ხანძარი თბილისში – შემთხვევის ადგილზე ხუთი სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია. ამ დროის მონაცემებით, დამწვარია 2,5 ჰექტარი ფართობი ტერიტორია. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის რამდენიმე ღია კერის ლიკვიდირება უკვე მოახერხეს.

რთული რელიეფის გამო ადგილზე სპეციალური ტექნიკა ვერ მიდის და ცეცხლის ლოკალიზებას ცოცხალი ძალით ცდილობენ. ადგილობრივი მეხანძრე-მაშველების გარდა, ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების თავიდან ასაცილებლად მობილიზებულია დამატებითი ტექნიკა და ცოცხალი ძალა.

კერძოდ, ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია 120 მეხანძრე-მაშველი და ადგილზე იმყოფება ლოჯისტიკისა და კავშირგაბმულობის შესაბამისი ჯგუფები, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლები.

საჭიროების შემთხვევაში ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ვერტმფრენსაც ჩართავს.

ყველა ახალი ამბავი
0