საპატიმრო Villepinte პარიზთან

უცხოელები ქართულ ციხეებში გამოქვეყნდა „ლიდერთა“ სამეული

202
(განახლებულია 13:17 11.07.2018)
ქართულ ციხეებში სულ 9,8 ათასი ადამიანია, აქედან 530 – უცხოეთის მოქალაქე.

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, 2018 წლის მაისის მდგომარეობით, უცხოეთის სახელმწიფოების 530 მოქალაქე იმყოფება, აქედან 50 – ქალია, ნათქვამია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებში.

სულ საქართველოს საპატიმროებში სასჯელს 9,8 ათასი ადამიანი იხდის. 

ყველაზე მეტი პატიმარი ქართულ ციხეებში თურქეთის მოქალაქეა – 130 ადამიანი, აქედან 53 ბრალდებულია, ხოლო 77 – მსჯავრდებული. მათგან რვა ქალია.

მეორე ადგილზე არიან აზერბაიჯანის მოქალაქეები – 90 ადამიანი. აქედან 29 ბრალდებულია, 61 – მსჯავრდებული, მათ შორის შვიდი – ქალი.

„ლიდერთა“ სამეულის ბოლო ადგილზე ირანის მოქალაქეები არიან – 69 ადამიანი, აქედან 28 ბრალდებულია, ხოლო 40 – მსჯავრდებული, ხუთი – ქალი და ერთი – არასრულწლოვანი.

საპატიმროებში არიან რუსეთის მოქალაქეებიც. რუსეთის 56 მოქალაქიდან 17 ბრალდებულია, ხოლო 39 – მსჯავრდებული, მათ შორის ხუთი – ქალია.

დაკავებულთა შორის არიან იტალიის, ავღანეთის, ჩინეთის, ჰოლანდიის, მექსიკის, ტაჯიკეთის, შვედეთისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.


202
თემები:
კრიმინალი საქართველოში (716)