კიოსკი ავტობუსების გაჩერებაზე

სად დაჭრეს მოზარდი თბილისში მომხდარის ახალი დეტალები

134
(განახლებულია 20:55 10.07.2018)
დაშავებულს, რომელსაც მიყენებული ჭრილობის შედეგად კუჭი დაუზიანდა, გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. 17 წლის მოზარდი დანით დაჭრეს არა ბინაში, როგორც აქამდე გავრცელდა ინფორმაცია, არამედ №140 ავტობუსში, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ინციდენტი სამშაბათს, დღისით საბურთალოს რაიონში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მოხდა. ამჟამად დაჭრილი საავადმყოფოშია. მას უკვე გაუკეთეს ოპერაცია რეგიონულ ჰოსპიტალში.

ავტობუსის მძღოლის თქმით, მოზარდი, რომელიც თბილისის №35 სკოლის კურსდამთავრებულია და ბიჭი, რომელმაც ის დაჭრა, ავტობუსით ერთად მგზავრობდნენ. გარკვეულ მომენტში ბიჭმა მოზარდი დაჭრა და გაიქცა, ხოლო დანა ქუჩაში დააგდო. 

სამართალდამცველებმა დაათვალიერეს ავტობუსი, ამოიღეს დანაშაულის იარაღი, ასევე ავტობუსის ვიდეოდაკვირვების კამერის ჩანაწერი.

ექიმების თქმით, დაჭრილმა დაახლოებით ორ ლიტრამდე სისხლი დაკარგა და მისი მდგომარეობა მძიმეა.

საავადმყოფოს ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლექსო ლაგვილავამ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მოზარდს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მას ჰქონდა კუჭის გამჭოლი ჭრილობა, ასევე დაზიანებული იყო პანკრეასის ქვედა ნაწილი.

სისხლის სამათლის საქმე აღძრულია განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით, რაც შვიდიდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

134
თემები:
შემთხვევები საქართველოში (918)