სამაშველო ოპერაცია ბათუმში

დელტაპლანი ტურისტებით შავ ზღვაში ჩავარდა

147
(განახლებულია 20:37 10.07.2018)
ტურისტები ბათუმის იახტ–კლუბის ტერიტორიაზე ჩაცვივდნენ წყალში.

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. დელტაპლანი, რომელზეც ორი უცხოელი ტურისტი იმყოფებოდა, შავ ზღვაში ჩავარდა, იუწყება საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

მაშველებმა ტურისტები ზღვიდან ამოიყვანეს. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

მასმედიის ინფორმაციით, შემთხვევა სამშაბათს, საღამოს მოხდა ბათუმის იახტ–კლუბის ტერიტორიასთან ახლოს. ბორტზე იმყოფებოდნენ დელტაპლანის პილოტი, უკრაინის 70 წლის მოქალაქე და 31 წლის ტურისტი – კატარის მოქალაქე.

რა გახდა შემთხვევის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

147
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1186)