112

ბათუმში ოთხი წლის მოკლულ გოგონას თითქმის თვეა ვერ კრძალავენ დედა თურქეთიდან არ ჩამოდის

226
(განახლებულია 18:11 10.07.2018)
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის ბიოლოგიური მამა საქართველოში ცხოვრობს.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. ბათუმში ცემით მოკლულ ოთხი წლის გოგონას ვერ კრძალავენ, რადგან ბავშვის დედის ჩამოსვლას ელოდებიან, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გოგონას მკვლელობისთვის, რომელიც 14 ივნისს მოხდა, უზბეკეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც ბავშვის დედის მეგობარი იყო. პოლიციაში ბავშვის ცხედარი თავად ქალმა მიიტანა.

საქართველოს შსს ბავშვის დედასთან კავშირზე იმყოფება, რომელიც, სავარაუდოდ, თურქეთში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი ბათუმში ჩამოსვლას ახლო მომავალში გეგმავს.

იმ შემთხვევაში, თუ დედა არ ჩამოვა, მაშინ ოთხი წლის გოგონას საერთო სასაფლაოზე დაკრძალავენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის ბიოლოგიური მამა საქართველოში ცხოვრობს, თუმცა ბავშვის დაბადების მოწმობაში გრაფა „მამა" შევსებული არ არის.

226
თემები:
შემთხვევები საქართველოში (923)