112

სისხლიანი გარჩევა ბავშვის გამო ბათუმში 28 წლის მამაკაცი დაჭრეს

207
(განახლებულია 16:39 10.07.2018)
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანება აქვს მიყენებული დაჭრილი მამაკაცის შვილსაც.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს, იუწყება „აჭარის ტელევიზია".

შემთხვევა შავშეთის ქუჩაზე გუშინ მოხდა. დაზარალებულის ოჯახის წევრების განცხადებით, 28 წლის მამაკაცი მეზობელმა დანით დაჭრა. მეზობელმა თავდაპირველად ფიზიკური შეურაცხყოფა დაშავებულის მცირეწლოვან ბავშვს მიაყენა, რასაც მამაკაცებს შორის ურთიერთშელაპარაკება მოჰყვა.

„ბავშვებმა იჩხუბეს. ერთ-ერთი ბავშვის მამიდა და მამა მოვარდნენ სახლში და ჩემი შვილიშვილი სცემეს. იყო ურთიერთშელაპარაკება და ჩხუბი, გიორგი ხმაურზე გამოვიდა გასაშველებლად. მეზობელმა დანა ამოიღო და დაარტყა. ამბავს ბევრი შეესწრო", — განაცხადა დაჭრილის დედამ.

დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმის კლინიკა "მედცენტრში" გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, მამაკაცს ზურგის არეში, ხერხემლის გვერდით ნაკვეთი ჭრილობა აქვს მიყენებული. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია.

მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანება აქვს მიყენებული დაჭრილი მამაკაცის შვილსაც.

საქმეზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

207
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1310)