რუსთავში არასრულწლოვანებს ქალი დანით ემუქრებოდა

გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ქალსა და ბავშვებს შორის მანამდე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. რუსთავში დანით შეიარაღებული ქალი არასრულწლოვნებს ემუქრებოდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

შემთხვევა მე-11 მიკრორაიონის ტერიტორიაზე გუშინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმხილველებმა 112"-ში მას შემდეგ დარეკეს, რაც დაინახეს, თუ როგორ მისდევდა დანით შეიარაღებული ქალი მოზარდებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალსა და ბავშვებს შორის მანამდე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით აღიძრა, რაც არასრულწლოვანზე ძალადობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0