წყალდიდობა ჭუბერში

ჭუბერამდე სპეცტექნიკით ახალი გზა გაჭრეს

111
ახალი გზა სპეციალისტებს მდინარის კალაპოტის გასუფთავების საშუალებას მისცემს

თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. სპეციალური ტექნიკის გამოყენებით სვანეთში, სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფელ ჭუბერამდე ახალი შემოვლითი გზა გაიჭრა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ჭუბერში 5 ივლისს  უხვი ნალექის შედეგად მთის დიდი ნაწილი მოწყდა, ხოლო მდინარე ნენსკრა ადიდდა. მოვარდნილმა ღვარცოფმა დაანგრია ხიდები, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, ადიდებულმა მდინარემ წაიღო სახლები. ჭუბერის ხეობა გარესამყაროს მოწყდა. 

შემოვლითი გზა სპეციალისტებს საშუალებას მისცემს, რომ მდინარე ნენსკრას კალაპოტის გაწმენდა განაგრძონ. კალაპოტი სტიქიის შედეგად ნაშალი მასალითაა ამოვსებული.

ასევე, პარალელურად გრძელდება დროებითი ხიდის მონტაჟი, რომელსაც, სავარაუდოდ, სამი–ოთხი დღე დასჭირდება.

ხეობაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მეორე დღეა, სამხედრო ძალებია ჩართული.

სტიქიის ზონაში ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები 24–საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და სამსახური.

 

111
თემები:
სტიქია სვანეთში (13)